← ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება

ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება — ჯგუფური პორტრეტი საზოგადოების მუყაოზე

ორ ათეულზე მეტი მამაკაცი ეზოში, ქვის შენობის გვერდით, ხის ქვეშ; სამს ყუთისებრი ფოტოაპარატი უჭირავს.

ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრები; ფოტო საზოგადოების მუყაოზეა დაკრული (ა. იაკშატის ლითოგრაფია, ტფილისი). ბოლო რიგში: მარგულოვი — მარცხნიდან მეორე, პასტუხოვი — მეოთხე.

ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრები ეზოში, ქვის შენობის გვერდით. ფოტო დაკრულია საზოგადოების მუყაოზე, რომელზეც მისი სახელწოდება და ტფილისში ა. იაკშატის ლითოგრაფიის აღნიშვნაა დაბეჭდილი. გადაღებულთაგან სამს ხელის ფოტოაპარატი უჭირავს. მუზეუმის ჩანაწერის მიხედვით, ბოლო რიგში მარცხნიდან მეორე სერგეი მარგულოვია, მეოთხე — პასტუხოვი, ფოტოგრაფი და ტოპოგრაფი. გადაღების თარიღს, ადგილსა და დანარჩენების ვინაობას ჯერ ვიკვლევთ. თუ ვინმეს ან ადგილს ცნობთ, გთხოვთ, მოგვწეროთ.


თარიღი
1893–1906
ფოტოგრაფი
წყარო
ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი — ციფრული ასლი გიორგი გერსამიას არქივიდან; ორიგინალი ჯერ მოძიებული არ არის
მიწერა
ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება
უფლებები
საჯარო დომენი - უფასო გამოყენება